ჩვენი სერვისები
- ჩვენს კლინიკაში მოქმედებს: C ჰეპატიტის, რეფერალური დახმარების და დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამები,რომლებიც ფინანსდება ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით.
- დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოქალაქეებს უტარდებათ პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები და სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციები;
- რეფერალური დახმარების პროგრამა ვრცელდება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებზე;
- სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირები ფინანსდებიან 100%-ით;
- ინსულინ მომხმარებელი პაციენტები ფინანსდებიან 70%-ით;
- მედიკამენტებზე მყოფი პაციენტები ფინანსდებიან 50%-ით.
ორსულობის და მასთან დაკავშირებული დაავადებების და გართულებების მართვა
- ორსულობის ვადამდე მიუტანლობა (ჩვეული აბორტები)
- მაღალი რისკის ორსულთა მონიტორინგი
- ლიმფოციტოიმუნიზაცია
- შეძენილი და თანდაყოლილი თრომბოფილია
გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
- მენსტრუაციული ციკლის დარღვევები
- ჭარბთმიანობა, აკნე, ცხიმოვანი სებორეა, ანდროგენული გამელოტება
- ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური დარღვევები, ჰიპერპროლაქტინემია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
- მენსტრუაციის წინა სინდრომი
- დისფუნქციური სისხლდენები
- საშვილოსნოს კეთილთვისებიანი წარმონაქმნები – საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოს პოლიპები
- ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები
- კლიმაქსური სინდრომის მართვა
- კონტრაცეპცია (კონტრაცეპციის მეთოდის შერჩევა, მათ შორის საშვილოსნოს შიგა საშუალების – სპირალის ჩადგმა და ამოღება)
რეპროდუქციული გინეკოლოგია
- ტარდება ტესტი წყვილთა შეუთავსებლობაზე იმუნოლოგიური და ცერვიკალური ფაქტორების დასადგენად
- მიმდინარეობს ხელოვნური განაყოფიერებისთვის პაციენტების სათანადო მომზადება, ხელოვნური განაყოფიერება
- ტუბო-პერიტონეალური უნაყოფობის დიიაგნოსტიკა და მკურნალობა
- ტარდება რეპროდუქციული მასალის კრიოპრეზერვაცია
- ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები
- ენდომეტრიოზი
- მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ორთოპედიული გინეკოლოგია
- საშოს კედლების და საშვილოსნოს დაწევა-გამოვარდნის, შარდის შეუკავებლობის კონსერვატული (არაოპერაციული) მკურნალობა
- საშოს ტონომეტრია და საშოს კედლების მშობიარობის შემდგომი დაწევის რისკის განსაზღრა
უროლოგია-ანდროლოგია, სექსოლოგია
- მამაკაცის უნაყოფობა
- სხვადასხვა უროლოგიური და ანდროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- კლიმაქსური სინდრომის მართვა მამაკაცებში
მამოლოგია
- სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია
- პროფილაქტიკური გასინჯვა (ბავშვთა ზრდა-განვითარების შეფასება)
- სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა
- დინამიკაში დაკვირვება
დიაგნოსტიკა
- კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა (ჰორმონალური, კლინიკური, ვირუსოლოგიური, ციტოლოგიური, ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, გენეტიკური კვლევები, ორსულობის დადგენა ლაბორატორიულად)
- წყვილთა იმუნური შეთავსება
- საშვილოსნოს მილების გამავლობის შეფასება
- ულტრაბგერითი გამოკვლევა (საშვილოსნოს, საკვერცხეების ექოსკოპია, ორსულობის დადგენა ექოსკოპიურად, სამეანო ექოსკოპია)
- საშილოსნოს ყელის გამოკვლევა (კოლპოსკოპია, პაპ-ტესტი, ადამიანის პაპილომა-ვირუსული ინფექციის დნმ ტიპირება)
- ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა
- ურეთრალური ნაცხის გამოკვლევა
- ხარისხის გარე კონტროლი