რეზიდენტურა

ინსტიტუტში ხორციელდება სარეზიდენტო პროგრამა რეპროდუქტოლოგიაში.

სარეზიდენტო პროგრამის მიზანს წარმოადგენს რეზიდენტს მისცეს ცოდნა ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ასაკობრივი ცვლილებების, მისი ფუნქციონირების ნორმალური ვარიანტების და პათოლოგიის შესახებ.

მტკიცებითი მედიცინის საფუძვლებზე დაყრდნობით, ეთიკური პრინციპების დაცვით, გამოუმუშაოს კონსულტირების, დაავადებათა მკურნალობის და პროფილაქტიკის ადეკვატური ტაქტიკის შემუშავების და რეპროდუქციული პროგნოზის განსაზღვრის უნარი.

გამოუმუშაოს შეშასაბამისი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციების (მკურნალობის კონსერვატული და ქირურგიული მეთოდები, შობადობის რეგულაციის მეთოდები) ჩატარების უნარ-ჩვევები.

პროგრამის ამოცანაა რეზიდენტისთვის იმ ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც აუცილებელია პრაქტიკოსი რეპროდუქტოლოგისათვის.

ინსტიტუტი ჩართულია ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სარეზიდენტო პროგრამაში და წარმაოდგენს მის აფილირებულ ბაზას, სადაც მიმდინარეობს რეზიდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლება.

ხორციელდება ასევე მეან-გინეკოლოგთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.